1.პროექტის სახელი: ჰაერი, წყალი, მზე, სპორტი – ჩვენი საუკეთესო მეგობრები.
2.პროექტის მოკლე აღწერა :
ჯანსაღი ცხოვრების წესი.რა მნიშვნელობა აქვს სპორტს და რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯამრტელობაზე მზის, ჰაერის, წყლის პროცედურები.
3.პროექტის სრული აღწერა:
– მოსწავლეებს დაევალება მასალის მოძიება და შესწავლა საქართველოს კლიმატის შესახებ (გეოგრაფია).
–ადამიანის ანატომიის გაცნობა და მისი ადაფტაციის უნარი გარემოსთან (ბიოლოგია).
–მზის სხივების ,ჟანგბადის და წყლის დადებითი და უარყოფითი გავლენა ცოცხალ ორგანიზმზე(გეოგრაფია,ქიმია,ბიოლოგია)
–ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსის ჩვენება და შესწავლა რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა სუფთა ჰაერზე და ბუნებაში. სირბიის მნიშვნელობაზე საუბარი.
–ზაფხულის არდადაგებებზე( დავალების სახით) ვარჯიშების ჩატარება ,სირბილი,ცურვა,ექსქურსიები საქართველოს რეგიონებში ,დაკვირვებების წარმოება.
–კვლევის, დაკვირვების, პრაქტიკული გამოცდილების გაცნობა –გაზიარება.
–ერთობლივად პროექტის დახვეწა და პრეზენტაცია.
4.მონაწილეთა ასაკი: 13 – 17 წლის მოსწავლეები.
5.ხანგძლივობა: 6 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ლიტერატურა,ინტერნეტი,სპორტული ვარჯიშები და თამაშები,ექსქურსიები.
7.მოსალოდნელი შედეგი:სწორად დასახული სტრატეგია ჯამრთეობის შესანარჩუნებლად.ადამიანში ნებისმიერ გარემოსთან ადაფტაციის უნარის გამომუშავება.
8.სამუშაო ენა: ქართული და რუსული.
9.სარგებელი სხვებისთვის: საკუთარი დაკვირვების, კვლევის შედეგად განვითარებული უნარ–ჩვევების დანერგვა და სპორტის,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
10.საგნებთან /ერ.სასწავლო გეგმ. კავშირი/
11.პროექტის ავტორი: მარინა ბაბ – უშანა.
12.ავტორის ელ.ფოსტა: babushanamarina@gmail.com
13 პროექტის ბლოგი: babushanamarina.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий